ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ტურნირზე ძიუდოში, მეორე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ტატამზე სამი ქართველი გამოვიდა.
ტურნირზე შესანიშნავად ასპარეზობს 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახლაგაზრდა ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი, რომელმაც მეოთხედფინალში რუს ალან ხუბეტსოვს სძლია და რამდენიმე წუთში ნახევარფინალში კორეელ ლისთან იჭიდავებს.
სამწუხაროდ, პირველივე წრეში დამარცხდნენ ლაშა შავდათუაშვილიც (73კგ) და ლუკა მაისურაძე (81კგ).
ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.