ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ტურნირზე ძიუდოში, მეორე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ტატამზე სამი ქართველი გამოვიდა.
ტურნირზე შესანიშნავად იჭიდავა 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ახალგაზრდა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც ფინალში გამოცდილ ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს სუფთა გამარჯვებით სძლია და საქართველოს ნაკრებს დოჰას მასტერსზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ კი ტურნირი ადრეულ ეტაპზე დაასრულეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ხვალ, 13 იანვარს, ტურნირის დასკვნით დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის მედლების მოპოვებას ექვსი ქართველი ძიუდოისტი შეეცდება.