ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ტურნირზე ძიუდოში, მეორე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ტატამზე სამი ქართველი გამოვიდა.
ტურნირზე შესანიშნავად ჭიდაობს 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი, რომელმაც ნახევარფინალში კორეელ ლის სუფთა გამარჯვებით სძლია და ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის გამოცდილ ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტთან იჭიდავებს.
სამწუხაროდ, პირველივე წრეში დამარცხდნენ ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ლუკა მაისურაძე (81კგ).
ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.