გრეპლინგის ტურნირი რუსთავში - გამარჯვებულები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან #1TVSPORT
რუსთავის ქიმიკოსების სპორტულმა კომპლექსმა გრეპლინგში მსოფლიო ჩემპიონის, ზურაბ ბეკოშვილის სახელობის ტურნირს უმასპინძლა.
გრეპლინგი ბრაზილიური სპორტული ორთაბრძოლის სახეობაა, რომელიც აერთიანებს ჭიდაობის სხვადასხვა სახეობას. საქართველოში გრეპლინგის ფედერაცია 2015 წელს დაფუძნდა და პოპულარული და წარმატებული გახდა.
მისი დაფუძნების მთავარ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია. სპორტსმენები უკვე ვარჯიშობენ რუსთავში, თბილისში, გორსა და წალკაში. გრეპლინგს სამი ათასამდე მიმდევარი ჰყავს.
გრეპლინგის ფედერაციის დამფუძნებელი ზურაბ ბეკოშვილია, ხოლო ფედერაციის პრეზიდენტი – კობა ტყეშელაშვილი. მათი თქმით, ამ სახეობაში ვარჯიში ხელს უწყობს მსოფლიოში პოპულარული საბრძოლო ხელოვნების სპორტსმენების გაზრდას.
ზურაბ ბეკოშვილის სახელობის ტურნირი საქართველოს პანკრატიონის, გრეპლინგისა და MMA-ის ფედერაციების ორგანიზებითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. გამარჯვებულები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.