„გრენობლმა“ კოხრეიძის ტრანსფერი დაადასტურა - ის ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდეს იმედად მიიჩნევა #1TVSPORT
„გრენობლმა“ გიორგი კოხრეიძის ტრანსფერი დაადასტურა და ქართველი თავდამსხმელის შესახებ წერილი გამოაქვეყნა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის ერთ-ერთი ამბიციური გუნდის პრესსამსახური 22 წლის თავდამსხმელს ქართულად მიესალმა და მას საქართველოს ერთ-ერთი იმედი უწოდა.
„ქართველების ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გიორგი კოხრეიძე „გრენობლის“ მოთამაშე გახდება. ის ჩვენი კლუბის ღირსებას 3 სეზონის განმავლობაში დაიცავს. მოგესალმებით, გიორგი“, – წერია „გრენობლის“ ოფიციალურ გვერდზე.
„გრენობლის“ პრესსამსახურმა გიორგი კოხრეიძე ასე დაახასიათა:
„22 წლის ასაკში გიორგი კოხრეიძე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდეს იმედად მიიჩნევა. გიორგი თბილისში, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში“ თამაშობდა, შემდეგ კი საფრანგეთში გადმოვიდა. შემტევი ნახევარმცველი სიმაღლით არ გამოირჩევა (171 სმ). ის მოძრავი და ძალიან ტექნიკური თავდამსხმელია. აქვს ევროსარბიელზე გამოსვლის გამოცდილება – უთამაშია ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის საწყის ტურებში. ასევე, იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ევროშესარჩევ ციკლში, სადაც საფრანგეთის ნაკრებს გაუტანა“.