„გრენობლის“ მწვრთნელი ზურიკო დავითაშვილის გოლს აპროტესტებს [ვიდეო] #1TVSPORT

„ბორდომ“ საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში „გრენობლი“ დამაჯერებლად დაამარცხა 3:0. ამ შეხვედრაში მეორე გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა.

„გრენობლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვინსენტ ონიონმა beIn Sports-თან საუბარში მატჩის მეორე დღესაც ვერ დამალა გაღიზიანება მსაჯის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც ჩათვალა „ბორდოს“ მეორე გოლი – ის მიიჩნევს, რომ თამაში უნდა შეჩერებულიყო, რადგან ამ დროს მოედანზე მეორე ბურთი იყო.

„დავმარცხდით ჩვენზე ძლიერ გუნდთან და ეს რეალობაა. მეორე გოლი, რომელიც დავითაშვილმა გაიტანა, უსამართლოდ ჩაითვალა – მოედანზე მეორე ბურთი იყო და ჩვენს მეკარეს ამ დროს ყურადღება გაეფანტა. არბიტრმა მატჩის შემდეგ მითხრა, რომ ეს ვერ დაინახა. ვფიქრობ, გოლი უნდა გაუქმებულიყო“, – ამბობს „გრენობლის“ მწვრთნელი.

შეგახსენებთ, შეხვედრის არბიტრმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მოედანზე მეორე ბურთი მომენტზე გავლენას არ ახდენდა და გოლი ამიტომ ჩათვალა.