ბრაზილიის „გრემიო“, რომელმაც დღეს სამხრეთ ამერიკის მთავარი საკლუბო ტურნირი – კოპა ლიბერტადორესი მოიგო, კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო მონაწილე გახდა.
ტურნირის მონაწილეთა სრული სია ასე გამოიყურება:
ევროპა – რეალი (ესპანეთი)
სამხრეთ ამერიკა – გრემიო (ბრაზილია)
აზია – ურავა (იაპონია)
აფრიკა – ვიდად კასაბლანა (მაროკო)
ოკეანეთი – ოკლენდ-სიტი (ახალი ზელანდია)
ჩრდილოეთ ამერიკა – პაჩუკა (მექსიკა)
მასპინძელი – ალ ჯაზირა (საამიროები)
ჩემპიონატი 6 დეკემბერს დაიწყება პლეი ოფის მატჩით, რომელშიც „ალ ჯაზირა“ „ოკლენდ-სიტის“ შეხვდება. ამ წყვილში გამარჯვებული გადაინაცვლებს მეოთხედფინალში და იქ „ურავას“ დაუპირისპირდება. მეორე მეოთხედფინალში „პაჩუკა“ “ვიდად კასაბლანკას“ შეხვდება.
მეოთხედფინალები 9 დეკემბერს გაიმართება და გამარჯვებულები ნახევარფინალში გადავლენ, საიდანაც ჩაებმებიან ტურნირში „გრემიო“ და „რეალი“. „გრემიო“ 12 დეკემბერს შეხვდება “პაჩუკასა” და “ვიდად კასაბლანკას” შორის მოგებულს, “რეალი” კი 13 დეკემბერს დაუპირისპირდება მეორე მეოთხედფინალურ წყვილში (“ალ ჯაზირა”-“ოკლენდ-სიტის”/”ურავა”) გამარჯვებულს.
მე-3 ადგილისთვის მატჩი და ფინალი 16 დეკემბერს გაიმართება. ნახევარფინალებისა და ფინალის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს ტელევიზიის პირველი და მეორე არხის ეთერში იხილავთ.