გრემ როუნთრი „ბორჯღალოსნებს“ მსოფლიო თასის შემდეგ დატოვებს და „მანსტერს“ შეუერთდება
ლეგენდარული ყოფილი მორაგბე და შერკინების მწვრთნელი გრემ როუნთრი მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ „ბორჯღალოსნებს“ დატოვებს და ირლანდიურ კლუბ „მანსტერს“ შეურთდება.
შერკინების მაღალკვალიფიციურ მწვრთნელს საერთაშორისო დონეზე დიდი გამოცდილება აქვს და „წითლებთან“ კონტრაქტს ხელი 2022 წლის ივნისის ჩათვლით მოაწერა.
„ბედნიერი ვარ, რომ ასეთ პრესტიჟულ კლუბს შევუერთდი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთგული ვარ, ერთი სული მაქვს როდის მომეცემა „მანსტერში“ შერკინების მწვრთნელად მუშაობის საშუალება“, – განაცხადა როუნთრიმ.
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, გრემი „ლესტერში“ (2007-2008), ინგლისის ნაკრებში (2007-2015), „ჰარლექვინზში“ (2016-2018), ასევე ბრიტანელ და ირლანდიელ „ლომებში“ (2013 და 2017 წლები) მუშაობდა. მილტონ ჰეიგის გუნდს იგი 2018 წელს შეუერთდა.