ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ სათამაშო დღეს, „სან ანტონიომ“ 111:86 „ფინიქსი“ დაამარცხა. ეს იყო 1211-ე გამარჯვება „სპურსის“ მთავარი მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის კარიერაში. ამით ლეგენდარულმა სპეციალისტმა პატ რაილის გაუსწრო და ყველა დროის სიაში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.
69 წლის პოპოვიჩს აქვს ბალანსი: 1211 მოგება და 555 წაგება. ის „სან ანტონიოს“ 1996 წელს ჩაუდგა სათავეში და სადებიუტო სეზონის (17-37) გარდა, ყველა სეზონში მოგებების 50 პროცენტზე მეტი ჰქონდა.