ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ „ელდენსეს“ დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.
მე-14 ტურის შეხვედრა „გრანადამ“ საკუთარ მოედანზე ჩაატარა. საქართველოს ნაკრების მოთამაშე გუნდის ძირითად შემადგენობაში იყო, 76 წუთი ითამაშა და 6,9 ქულა დაუწერეს.
„გრანადა“ პირველ ტაიმში უზუნის (17, პენალტი) და ბოიეს (45+1) გოლებით 2:0 დაწინაურდა. „ელდენსემ“ შესვენების შემდეგ წონასწორობის აღდგენა 4-წუთიან მონაკვეთში მოახერხა – თავი ჩაპელამ (49) და ორტუნომ (53) გამოიჩინეს.
უზუნმა 90-ე წუთზე დუბლი შეასრულა, „გრანადამ“ ამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ 22 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილზე დაწინაურდა და მეორეადგილოსან „სარაგოსასთან“ ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა.