გრაცის „შტურმი“ კიტეიშვილის დაბრუნების მოლოდინშია #1TVSPORT
გრაცის „შტურმი“ კიტეიშვილის დაბრუნების მოლოდინშია #1TVSPORT

მეექვსე თვეა, რაც ოთარ კიტეიშვილის ტრავმის გამო ვერ თამაშობს. გრაცის „შტურმში“ კი მის დაბრუნებას მოუთმენლად ელიან, რადგან ქართველი ნახევარმცველის გარეშე გუნდს შეტევების ორგანიზება და მოგება უჭირდა. ამის შესახებ ავსტრიული გუნდის სპორტულმა დირქტორმა, ანდრეას შიკერმა ინტერნეტ-გამოცემა kleinezeitung-თან ისაუბრა.

„მას კოჭი აქვს დაზიანებული და რეაბილიტაციისა და ფორმის აღსადგენად აუცილებლად გარკვეული დრო დასჭირდება. სამწუხაროდ, ის სეზონის განახლების შემდეგაც ვერ გვეხმარება. ეს გარემოება ძალიან დამწუხაროა, რადგან ყველამ იცის, ოთარი ჩვენი კლუბისთვის რამდენად მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ჩვენ გვინდა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ის მოედანს  რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდება“, – ამბობს Sport-ის მმართველი დირექტორი ანდრეას შიკერი.

ოთარ კიტეიშვილი 2021 წლის 30 სექტემბერს „პსვ ეინდჰოვენის“ წინააღმდეგ ევროპის ლიგის მატჩში დაშავდა. „შტურმის“ ქართველი ფლეიმეიკერი მას შემდეგ თამაშს ვერ ახერხებს, რადგან ჯერ ოპერაცია გაუკეთეს, შემდეგ იყო რეაბილიტაცია და ახლა კი ფორმაში შესასვლელად აუცილებელი დრო სჭირდება.

ავსტრიული გამოცემის ცნობით, ახლა ოთარ კიტეიშვილი ბევრს მუშაობს, რომ კონდიციები აღიდგინოს და მოედანს სწრაფად დაუბრუნდეს.