„გრაცია კაპ 2018“-ზე ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს
ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე „გრაცია კაპ 2018“-ზე ქართველმა სპორტსმენებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს.
ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ვარჯიშში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე ჩეხეთის, მესამეზე კი ავსტრიის გუნდები გავიდნენ.
მხატვრული ტანვარჯიშში საქართველოს ჯგუფური ნაკრები ორი თვის წინ ჩამოყალიბდა და ბუდაპეშტში გამართული შეჯიბრი ამ გუნდის ისტორიის მეორე ტურნირი იყო.
ჩვენმა გუნდმა, რომლის შემადგენლობაში არიან სალომე ურუშაძე, ნათელა ბოლატაევა, ნატალია თაბაგარი, თამარ ხელაძე, ირინა კაკაბაძე და მარიამ ყუფუნია, ცალკეულ სახეობებშიც (ხუთი რგოლი, სამი ბურთი და ორი სახტუნაო) ოქროს მედლები მოიპოვეს.
ინდივიდუალურ ვარჯიშში საქართველოს ნაკრების ლიდერის, სალომე ფაჟავასთვის ბუდაპეშტის ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბოლო რეპეტიცია იყო.
ქართველმა ტანმოვარჯიშემ 71,100 ქულით მრავალჭიდში პირველობა არავის დაუთმო. სალომე ფაჟავამ ასევე პირველი ადგილი რგოლით, გურზებით და ბაფთთით ვარჯიშებში დაიკავა.