საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური მატჩიც ფრედ დაასრულა.
ამჯერად, გია ჭიაბრიშვილის გუნდის მეტოქე სერბეთის პირველი ლიგის ლიდერი ვრანის “დინამო” გახლდათ. ეს უხვგოლიანი შეხვედრა 2:2 მორჩა.
მე-40 წუთზე გეგა დიასამიძემ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიში გახსნა. 86-ე წუთზე თბილისელებმა სწრაფი იერიში განახორციელეს და 19-თვიანი მკურნალობის შემდეგ დაბრუნებულმა გურამ გოშთელიანმა ”საბურთალოს” უპირატესობა ორამდე გაზარდა 2:0.
ასეთი სოლიდური სხვაობის მიუხედავად, “საბურთალომ” უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. სერბებმა დარჩენილ 4 წუთში ჯერ სხვაობა შეამცირეს, ბოლოს კი ანგარიში გაათანბრეს და მატჩი ფრედ დასრულდა.
”საბურთალო”: სომხიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ნადარაია, ალთუნაშვილი (ჯინჯოლავა 66), თარხნიშვილი, დიასამიძე (ვოლკოვი 61), ჩაბრაძე, გვარაძე, კოხრეიძე (გოშთელიანი 61)