ეროვნული ლიგის მერვე ტურის შეხვედრაში წყალტუბოს „სამგურალი“ გორში „დილას“ ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა.
„დილა“ – „სამგურალი“ 0:3
გოლები: 0:1 ჯეფერსონ ჯერალდო (19-პენალტით), 0:2 ნიქაბაძე (49. ჯეფერსონ ჯერალდოს პასით), 0:3 ლ. ჩიხრაძე (76. ნ. ხორხელის პასით).
ანგარიში მე-19 წუთზე პენალტით ჯეფერსონ ჯერალდომ გახსნა და ტაიმი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.
„სამგურალმა“ უპირატესობა მეორე ნახევარში გაზარდა – ჯეფერსონ ჯერალდოს პასის შემდეგ გიორგი ნიქაბაძემ გორელთა კარში მეორე გოლი გაიტანა, ხოლო ნიკა ხორხელმა მეკარესთან პირისპირ ლადო ჩიხრაძე დატოვა, რომელმაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 3:0 „სამგურალის“ სასარგებლოდ.
რვა ტურის შემდეგ გორის „დილა“ 10 ქულით მე-6 ადგილზე ჩამოქვეითდა, ხოლო წყალტუბოს „სამგურალმა“ 13 ქულა დააგროვა, „დილასთან“ ერთად „საბურთალოსაც“ (12) გადაასწრო და მე-4 პოზიციაზე დაწინაურდა.