გორის „დილას“ თავდამსხმელი ტიერი გეილი ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდის გადაწყვეტილებით, გორის „დილას“ თავდამსხმელი ტიერი გეილი მეორე წრის საუკეთესო მოთამაშეა.
21 წლის ბარბადოსელმა მიმდინარე სეზონში 10 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. გეილისთვის მეორე წრე განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა. ფლანგის შემტევმა ამ პერიოდში ექვსი გოლი გაიტანა და ორი ასისტი ჩაიწერა.
გორის „დილას“ თავდამსხმელი ასევე მოხვად მეორე წრის სიმბოლურ ნაკრებში, სადაც მისი ორი თანაგუნდელიც დაასახელეს – ცენტრალური მცველი რომარიკ ეტოუ და ფლანგის შემტევი ონორე გომისი, ხოლო მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელი გორელთა უკრაინელი დამრიგებელი ანდრეი დემჩენკო გახდა.
ბარბადოსელი ლეგიონერი გორის „დილას“ 2022 წლის ზაფხულში უნგრული „ჰონვედიდან“ შეუერთდა. ამ პერიოდში მან 34 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.