გორის „დილას“ სპარინგი და ახალწვეულები
გორის „დილას“ სპარინგი და ახალწვეულები

გორში, „ქართლის“ სტადიონზე საკონტროლო შეხვედრა ეროვნული ლიგის გუნებმა გამართეს – „დილამ“ საჩხერეს „ჩიხურა“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ანგარიში, სტუმრებმა პირველი ტაიმის 35-ე წუთზე ოთარ ჯავაშვილის გოლით გახსნეს. „დილამ“ წონასწორობა 43-ე წუთზე მალელი ახალწვეულის, მამაიე კულიბალის გოლით აღადგინა. მეორე ნახევარში, მატჩის საბოლოო ანგარიში, შეხვედრის 65-ე წუთზე გორელთა კიდევ ერთმა ახალწვეულმა, თორნიკე გორგიაშვილმა დააფიქსირა. ეს თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე, გორის „დილას“ ბოლო ამხანაგური შეხვედრა იყო.

კულიბალი მალის ეროვნული ნაკრების შემტევი, 20 წლის ფეხბურთელია, რომელმაც კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მალის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2019 წლის სექტმბერში შედგა, მას შემდეგ ნაკრების რიგებში კიდევ ერთი მატჩი უკვე 2020 წელს ჩაატარა.

ალეფ სანტოსიც, რომელიც გასულ სეზონში გორელებმა ბათუმის ,,დინამოდან“ იჯარით დაიმატეს, „დილაში“ სრულფასოვანი კონტრაქტით იასპარეზებს – მან კონტრაქტს ხელის ორი წლით მოაწერა. 24 წლის მარცხენა მცველი, გიორგი ლაცაბიძეც ,,დილას“ ფეხბურთელი გახდა და ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

საჩხერელთა რიგებშიც არაერთი ახალწვეულია, ორი მათგანი კი გორის „დილადანაა“ – ლევან ნონიკაშვილი და თენგიზ წიქარიძე.