გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელი - „ვორსკლა“ კარგი გუნდია, მაგრამ გასულ სეზონში უფრო ძლიერი იყო #1TVSPORT
პოლტავას „ვორსკლასთან“ კონფერენსლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით შეხვედრამდე გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ უკრაინულ მედიასთან მეტოქესა და ქართულ ფეხბურთზე ილაპარაკა:
„ახლანდელ „ვორსკლას“ ისე არ ვიცნობ, როგორც მის მწვრთნელს, ვიქტორ სკრიპნიკს. სტაჟირებაზეც ვიყავი და ძალიან მომწონდა მისი მუშაობის სტილი. „ვორსკლაში“ გადასულს სეზონის დასაწყისში გაუჭირდა – გუნდი არასტაბილურად თამაშობდა, მაგრამ მერე ვითარება გამოასწორეს და ევროტურნირის საგზურიც მოიპოვეს.
სკრიპნიკის „ზორია“ კარგ ფეხბურთს თამაშობდა, 4-4-2 სათამაშო სქემას იყენებდა და ძალიან მომწონდა. „ვორსკლას“ რაც შეეხება, გუნდის სამ ამხანაგურ მატჩს ვუყურე და მწვრთნელის ხელწერა აშკარად იგრძნობა. თუმცა, ეს აღარ არის გასული სეზონის „ვორსკლა“. ორი ლიდერი დაკარგეს, მაგრამ ბევრი ახალი ფეხბურთელი ჰყავთ. მეტოქეს ნებისმიერ შემთხვევაში პატივს ვცემთ და დიდი მონდომებით ვემზადებით. ვიცით, რომ იოლი მატჩები არ გველის.
რა შემიძლია ქართულ ფეხბურთზე ვთქვა? აღმავლობის გზაზეა. გუნდებში კარგი მწვრთნელები და ლეგიონერები მოდიან, ფინანსური რესურსი იზრდება. ქართული საზომით, პირველი ექვსეულის გუნდებში კარგი ხელფასებია. ადრე ჩემპიონობისთვის მხოლოდ თბილისისა და ბათუმის „დინამო“ იბრძოდნენ, ახლა პირველობის პრეტენზია 5-6 გუნდს აქვს, მათ შორის „დილაც“ არის.
გუნდებში კარგი ფეხბურთელები მოდიან. კვარაცხელია იტალიაში წავიდა, დავითაშვილი – „ბორდოში“, გოჩოლეიშვილი – „შახტარში“. სამაგიეროდ, წიტაიშვილი ჩამოვიდა ბათუმის „დინამოში“, რომელსაც ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს“, – ამბობს ანდრეი დემჩენკომ.
გორის „დილა“ პოლტავას „ვორსკლას“ პოლონეთი ქალაქ ტიხიში 27 ივლისს ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.