გორის „დილას“ მცველი კონგოს ნაკრებში მიიწვიეს #1TVSPORT
გორის „დილას“ მცველი კონგოს ნაკრებში მიიწვიეს #1TVSPORT

გორის „დილას“ გამოცდილი მცველი რომარიკ ეტოუ კონგოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, – ინფორმაციას „დილას“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენი კლუბის ცენტრალური მცველი რომარიკ ეტოუ კონგოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ეტოუ და მისი თანაგუნდელები აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავენ“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

კონგოს ეროვნული გუნდი აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის G ჯგუფში გათამაშების ლიდერს, მალის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 18 ივნისს კონგოს ქალაქ ბრაზავილში გაიმართება.

რომარიკ ეტოუს უთამაშია კონგოს 17-წლამდელთა ნაკრებში, ხოლო 2018 წლიდან ეროვნული ნაკრების წევრი გახდა. მართალია, მის შემადგენლობაში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, მაგრამ გუნდში სისტემატურად იწვევენ.

28 წლის აფრიკელი მცველი გორის „დილაში“ 2016-17 წლებში თამაშობდა, შემდეგ გარკვეული პერიოდი ისრაელში გაატარა და 2022 წელს კვლავ გორულ კლუბში დაბრუნდა.