გორის „დილას“ ლეგიონერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ნონდის კენიის ნაკრებმა მანზის რუანდა დაამარცხა #1TVSPORT
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, აფრიკის ზონაში გორის „დილას“ ლეგიონერებმა ორ-ორი მატჩი ითამაშეს, მათ შორის – ერთმანეთის წინააღმდეგ.
E ჯგუფში რუანდის ეროვნულმა გუნდმა მალის ნაკრებს უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. რუანდის ნაკრებში მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და სრულად ითამაშა გორელთა ცენტრალურმა მცველმა ტიერი მანზიმ.
E ჯგუფში კენიის ეროვნული გუნდი უგანდას ესტუმრა და ფრედ 1:1 ითამაშა. კენიის ნაკრებში მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და სრულად ითამაშა „დილას“ ნახევარმცველმა ამოს ნონდი ობიერომ.
ამის შემდეგ ნაირობში კენიამ რუანდას უმასპინძლა და გორელთა ორივე ლეგიონერმა კვლავ შეუცვლელად ითამაშა, მატჩი კი კენიამ 2:1 მოიგო. 6 ტურის შემდეგ კენიის ნაკრებს 4-გუნდიან ქვეჯგუფში 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია უკავია, ხოლო რუანდა 1 ქულით ბოლო ადგილზეა.