გორის „დილას“ არგენტინელი მწვრთნელები საქართველოში ჩამოფრინდნენ #1TVSPORT
გორის „დილას“ არგენტინელი მწვრთნელები საქართველოში ჩამოფრინდნენ #1TVSPORT

გორის „დილას“ ახალი მწვრთნელი, ევერ ადრიანო დემალდე და მისი თანაშემწე, დანიელ პაპალარდო საქართველოში ჩამოფრინდნენ.

მას აეროპორტში კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციის, „არგენტინის სახლი საქართველოში“ დამფუძნებელი და არგენტინის სამენეჯერო სააგენტოს, B.S.C-ის წარმომადგენლი ნიკოლოზ პატარქალიშვილი დახვდა, რომელიც მოლაპარაკების ინიციატორი იყო.

არგენტინელი სპეციალისტი 10 ოქტომბერს გორში გაემგზავრება, „დილას მოთამაშეებს გაეცნობა, ქალაქს დაათვალიერებს და შემდეგ გადაწყდება, გორში იცხოვრებს თუ თბილისში.

„მადლობა ასეთი თბილი დახვედრისთვის. გვიხარია და სასიამოვნოა საქართველოში ყოფნა. ღმერთმა ქნას, ყველაფერი კარგად აეწყოს და შედეგი ვაჩვენოთ. გმადლობთ ასეთი თბილი მიღებისთვის“, – ასეთი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა არგენტინელი სპეციალისტი.

36 წლის ევერ ადრიანო დემალდემ სამწვრთნელო კარიერა 2014-2015 წლებში მარსელის „ოლიმპიკში“, მარსელო ბიელსას ასისტენტად დაიწყო. 2015-2017 წლებში საუდის არაბეთის ნაკრებში ნიდერლანდელ ბერტ ვან მარვეიკს ეხმარებოდა. ასევე უმუშავია არგენტინულ „გოდოი კრუზსა“ და „არგენტინოს ხუნიორსში“, არაბთა გაერთიანებული საამიროების „ალ ჰილალში“, არგენტინულ „ხიმნასია ტიროში“ და „ინდეპენდიენტე რივადავიაში“.