გორის „დილამ“ სამტრედიაში მოიგო და ევროტურნირების საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს #1TVSPORT
გორის „დილამ“ სამტრედიაში მოიგო და ევროტურნირების საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 33-ე ტურში გორის „დილა“ „სამტრედიას“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა 2:1.

„ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ორივე გუნდს მოგება სჭირდებოდა – „დილა“ სამეულისა და ევროსაგზურისთვის იბრძვის, ხოლო „სამტრედია“ – ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

გორელები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ. მე-15 წუთზე „დილას“ გათამაშებული კუთხური ონორე გომისმა დააგვირგვინა. „სამტრედიამ“ ტაიმის ბოლოს ანგარიში გაათანაბრა – 42-ე წუთზე მასპინძლების შეტევა ჩრდილომაკედონიელი თავდამსხმელის, ალექსანდარ მიშოვის ზუსტი დარტყმით დასრულდა.

გორელებმა გადამწყვეტი გოლი 73-ე წუთზე გაიტანეს. ოთარ ფარულავას გადაცემის შემდეგ „სამტრედიის“ კარი მიკოლა კოვტალიუკმა ზუსტი თავური დარტყმით აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

33 ტურის შემდეგ „დილამ“ 54 ქულა დააგროვა, ხოლო „სამტრედიამ“ (30) „თელავთან“ (34) ჩამორჩენის შემცირებისა და „გაგრასთან“ (29) უპირატესობის გაზრდის შანსი ხელიდან გაუშვა.