გორის „დილამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და სამი ქულა მოიპოვა #1TVSPORT
გორის „დილამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და სამი ქულა მოიპოვა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-6 ტურში გორის „დილამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 1:0.


დილა-სამტრედია 1:0


გოლი: მახარობლიძე (67. გეილის პასით)

„თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე“ გამართულ შეხვედრაში „დილა“ მოედანზე მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ ვერ გაიყვანა, რადგან ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო სათადარიგოთა სკამზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა. გორელებს მისი თანაშემწე ირაკლი მოდებაძე ხელმძღვანელობდა.

შესვენების შემდეგ ვიდეორეფერის სისტემაში შექმნილი პრობლემების გამო მეორე ტაიმის დაწყება 25 წუთით დაგვიანდა, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდა და თამაში განახლდა.

ანგარიში 67-ე წუთზე გაიხსნა. „დილამ“ სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო. ტიერი გეილის გადაცემით ბიძინა მახარობლიძემ ახლო მანძილიდან ზუსტი თავური დარტყმით „სამტრედიის“ კარი აიღო და, როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ექვსი ტურის შემდეგ „დილამ“ 9 ქულა დააგროვა, „საბურთალოს“ გაუთანაბრდა და მე-5 ადგილზეა, ხოლო „სამტრედია“ 4 ქულით მე-8 პოზიციაზეა.