გორის „დილამ“ ქუთაისში უშუალო კონკურენტი „ტორპედო“ 5:1 დაამარცხა და მორიგ სამ ქულასთან ერთად, საკლუბო ისტორიაში რეკორდული სერია დააფიქსირა – გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში წაუგებელი სერია 18-მატჩამდე გაზარდა, ბოლოს გორელები 16 მარტს მეოთხე ტურში ქუთაისის „ტორპედოსთან“ დამარცხდნენ.
ამ დროს „დილას“ რუი მოტა წვრთნიდა – პორტუგალიელი სპეციალისტი, რომელმაც გუნდი 18 ტურის შემდეგ დატოვა და სომხურ „ნოაში“ გადავიდა, რომელიც კონფერენს ლიგის პლეი ოფში გაიყვანა და ჯგუფურ ეტაპთან ძალიან ახლოს არის – სომხურმა კლუბმა პლეი ოფის პირველ მატჩში სლოვაკური „რუჟემბეროკი“ 3:0 დაამარცხა და საპასუხო მატჩს ფავორიტის როლში ხვდება.
მოტას წასვლის შემდეგ „დილა“ ისევ პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ფრანსისკუ კაშტრუმ ჩაიბარა, რომლის ხელმძღვანელობითაც გორის გუნდმა ორი მატჩი მოიგო და ორი ფრედ დაასრულა.