გორის „დილადან“ სლოვაკეთში - ძოწენიძე „ზემპლინ მიხალოვცეში“ გადავიდა #1TVSPORT
გორის „დილადან“ სლოვაკეთში - ძოწენიძე „ზემპლინ მიხალოვცეში“ გადავიდა #1TVSPORT

თორნიკე ძოწენიძე სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის „ზემპლინ მიხალოვცეში“ ითამაშებს – გორის „დილას“ ყოფილ მცველზე ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ქართველმა ფეხბურთელმა უკვე სლოვაკური კლუბის ფორმით ამხანაგური მატჩიც ჩაატარა. „ზემპლინ მიხალოვცემ“ მოსამზადებელ ეტაპზე მეორე მატჩი საკუთარ მოედანზე მეორე ლიგის „ჰუმენთან“ გამართა და წელს პირველი გამარჯვება მოიპოვა – 4:0.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ახალწვეული სწორედ ამ მატჩში გამოჩნდა „ზემპლინ მიხალოვცეს“ ფორმით. გორის „დილას“ 24 წლის ყოფილმა მცველმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შესვენებაზე, ისევე როგორც ყველა მოთამაშე, შეცვალეს.

ზემპლინ მიხალოვცესანგარშზე სლოვაკეთის ჩემპიონატში გამართული 18 ტურის შემდეგ მხოლოდ ექვსი ქულაა და ბოლოსწინა, მე-11 პოზიციაზეა. „ტრანსფერმარკტის“ ცნობით, 24 წლის ცენტრალურმა მცველმა კონტრაქტი წლის ბოლომდე გააფორმა.

იანვრის დასაწყისში საგარეჯოს „გარეჯმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდის ლიდერი გიორგი ხარებაშვილიცმიხალოვცეში“ გადავიდა, მაგრამ, საბოლოოდ, 27 წლის თავდამსხმელი „გაგრაში“ აღმოჩნდა.

ზემპლინ მიხალოვცე“ ამ მატჩის შემდეგ თურქეთში გაემგზავრა, სადაც მეორე მოსამზადებელ შეკრებას გამართავს. მორიგ მატჩში კი გუნდი 27 იანვარს ყაზახეთის პრემიერლიგის „კიზილჟარას“ დაუპირისპირდება.