გორის „დილა“ ვენის „რაპიდს“ შეუთანხმდა, ტიერი გეილი 1.7 მილიონი ევროს სანაცვლოდ ავსტრიულ გუნდში გადავა #1TVSPORT
გორის „დილა“ ვენის „რაპიდს“ შეუთანხმდა, ტიერი გეილი 1.7 მილიონი ევროს სანაცვლოდ ავსტრიულ გუნდში გადავა #1TVSPORT

ავსტრიული გამოცემა laola1-ი და ბარბადოსის ფეხბურთის ასოციაციის მედიამენეჯერი ანმარ გუდრიჯ-ბოისი ამტკიცებენ, რომ ვენის „რაპიდი“ გორის „დილას“ ტიერი გეილის ტრანსფერში 1.7 მილიონ ევროს უხდის.

ანმარ გუდრიჯ-ბოისი აცხადებს, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და 21 წლის ბარბადოსელი ფეხბურთელი ავსტრიაში პარასკევს გაემგზავრება, რათა პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმოს და სამედიცინო შემოწმება გაიაროს.

„გარემარბი პარასკევს ვენაში გაემგზავრება, რათა კონტრაქტს ხელი მოაწეროს. ვენის „რაპიდის“ პასუხისმგებელი პირების და, განსაკუთრებით, სპორტული დირექტორის, მარკუს კაცერის ტელეფონი მუდმივად დაკავებულია. როგორც ჩანს, „რაპიდი“ ახალ მოთამაშეს იმატებს.

21 წლის ბარბადოსელი ქართულ გუნდში, გორის „დილაში“ თამაშობს. მის ტრანსფერზე ორივე კლუბი შეთანხმდა და ავსტრიელები 1.7 მილიონ ევროს გაიღებენ“, – წერს გამოცემა.

ტიერი გეილიმ ყურადღება წელს, ზაფხულში მიიქცია. ფეხბურთელმა 19 თამაშში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.