გორის „დილა“ უკრაინულ „ოლექსანდრიასთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
გორის „დილა“ თურქულ შეკრებაზე უკრაინის პრემიერლიგის მეოთხეადგილოსან „ოლექსანდრიას“ შეხვდა და დამარცხდა – 1:4.
ანდრეი დემჩენკოს გუნდმა წინა ამხანაგური მატჩი უზბეკეთის 20-წლამდელთა ნაკრებთან ჩაატარა და 1:2 წააგო. გუნდმა მეტოქეს ამჯერად წინააღმდეგობა პირველ ტაიმში გაუწია, მაგრამ შესვენების შემდეგ თამაში ჩააგდო.
პირველ ნახევარში თანაბარი ანგარიში იყო. „ოლექსანდრიამ“ ანგარიში მე-17 წუთზე ბოგდან კობზარის დარტყმით გახსნა, მაგრამ „დილამ“ წონასწორობა სწრაფად აღადგინა – 28-ე წუთზე გორელების შეტევა ჟან ვიქტორმა დააგვირგვინა.
მეორე ტაიმში უკრაინელებმა სამი უპასუხო გოლის გატანა მოახერხეს. 58-ე წუთზე ვიკენტი ვოლოშინმა პენალტი გამოიყენა, 75-ე წუთზე თავი ჟუნიორმა გამოიჩინა, ხოლო საბოლოო ანგარიში დანილ სკორკომ 77-ე წუთზე დააფიქსირა – 4:1.
„ოლექსანდრია“ – „დილა“ 4:1
გოლები: 1:0 კობზარი (17), 1:1 ჟან ვიქტორი (28), 2:1 ვოლოშინი (პენალტი) (59), 3:1 ჯუნიორი (75), სკორკო 4:1 (77)
„დილა“: ბულისკერია, ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, თევზაძე, ვანდერსონ სილვა, ალეფ სანტოსი, ჟან ვიქტორი, ფარულავა, გომისი, გეილი, ცეცხლაძე.