გორის „დილა“ - „საბურთალოს“ ფეხის დაცდენა არ უნდა ხდებოდეს ზღვარგადასული შეურაცხყოფის საფუძველი
გორის „დილა“ ევროთასებზე „საბურთალოს“ გამოსვლას და გუნდის მიმართ აგორებულ ბრალდებებს გამოეხმაურა.
„ძვირფასო გულშემატკივრებო, გვსურს გამოვეხმაუროთ ევოასპარეზზე ქართული კლუბის, კერძოდ „საბურთალოს” გამოსვლას ,,არარატ არმენიასთან” გუნდის მარცხმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, გვესმის, რომ მარცხი ყოველთვის ხდება უარყოფითი ემოციის და სამართლიანი კრიტიკის საფუძველი, თუმცა მაშინ, როდესაც დებიუტანტი გუნდი ტირასპოლის „შერიფის“ დონის გუნდს ამარცხებს; მაშინ, როდესაც სომხეთში გასვლით მატჩის შემოტრიალებას და სასურველი ანგარიშით დასრულებისთვის პოულობს საკუთარ თავში ძალას, მისი ერთი ფეხის დაცდენა არ უნდა ხდებოდეს ზღვარგადასული და შეურაცხმყოფელი განცხადებების საფუძველი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამართლიანი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, თუმცა მაშინ, როდესაც ამას შეურაცხყოფის სახე ეძლევა, კოლეგიალობა გვიბიძგებს, გუნდს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ“, – წერია გორის „დილას“ განცხადებაში.