გორის „დილა“ კონფერენს ლიგას მოგებით დაემშვიდობა #1TVSPORT
გორის „დილა“ კონფერენს ლიგას მოგებით დაემშვიდობა #1TVSPORT

გორის „დილამ“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში სლოვაკურ „ჟილინას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

გორის „დილამ“ უეფა-ს ახალი ტურნირის მონაწილე ქართული გუნდებიდან პირველი შეხვედრა ყველაზე ცუდად ჩაატარა, სლოვაკეთში „ჟილინასთან“ 1:5 წააგო და ცხადია, გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი ჰქონდა.

ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ამჯერად მეტოქე საკუთარ არენაზე მიიღო და პირველი ტაიმი კვლავ წააგო – 45+5-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ვან ბიჩახჩიანმა გამოიყენა.

მეორე ტაიმში გორელებმა ანგარიშის გათანაბრება სცადეს და ეს მოახერხეს. 58-ე წუთზე „ჟილინას“ კარი უსმანე კამარამ აიღო. 70-ე წუთზე გორელები დაწინაურდნენ – მეტოქის კარი ბრაზილიელმა მცველმა ვანდერსონ სილვამ აიღო.

საბოლოოდ, შეხვედრა გორელებმა 2:1 მოიგეს. ორი მატჩის ჯამში, სლოვაკურმა „ჟილინამ“ გაიმარჯვა (5:1, 1:2) და კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება და შესაბამისი ფინანსური სარგებელი მიიღო.

გორის „დილა“ ევროგათამაშებას გამეოთიშა და ეროვნულ სარბიელზე გადმოერთვება. თუმცა, ანდრეი დემჩენკოს გუნდმა საქართველოს უეფა-ს რეიტინგში მინიმალური ქულები მაინც მოუტანა.