გორის „დილა“ ხუთ ფეხბურთელს შეელია - მათგან სამი ლეგიონერია #1TVSPORT
გორის „დილა“ ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა, მათგან სამი ლეგიონერია, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„დანილო კანევცევი, ანრი ჭიჭინაძე, ამოს ნონდი ობიერო, იური ბატიუშინი, თორნიკე კაპანაძე ჩვენს კლუბში კარიერას აღარ გააგრძელებენ, მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში“, – წერია კლუბის განცხადებაში.
„დილას“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები იყვნენ უკრაინელი მეკარე დანილო კანევცევი (26 მატჩი), ანრი ჭიჭინაძე (31 მატჩი), ამოს ნონდი (32 მატჩი); თორნიკე კაპანაძე კი (28 მატჩი, 9 გოლი) გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. შედარებით იშვიათად ხვდებოდა სასტარტო შემადგენლობაში იური ბატიუშინი (13 მატჩი, 1 გოლი).
„დილამ“ ახალი ფეხბურთელებიც დაიმატა – ოთარ ფარულავა, ბიძინა მახარობლიძე და ზურაბ თევზაძე, ხოლო უკრაინელ სპეციალისტთან, ანდრეი დემჩენკოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.