გორის „დილა“ გულშემატკივრებს შეხვდება - შესაძლოა, გუნდი გომისმაც დატოვოს #1TVSPORT
გორის „დილა“ გულშემატკივრებს შეხვდება - შესაძლოა, გუნდი გომისმაც დატოვოს #1TVSPORT

გორის „დილას“ ადმინისტრაციამ და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა გულშემატკივრებთან შეხვედრა დააანონსა, სადაც შესაძლოა, ახალი მწვრთნელის ვინაობა გახდეს ცნობილი.

შეხვედრა 24 დეკემბერს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაიგეგმა და „დილას“ ხელმძღვანელობა გულშემატკივართან დასრულებულ სეზონის შეაჯამებს. ამას გარდა, კლუბში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

ცნობილია, რომ გუნდი არგენტინელმა მწვრთნელმა ევერ ადრიანო დემალდემ დატოვა, მაგრამ საქართველოს პირველი არხის ცნობით, გორის „დილას“ კვლავ უცხოელი გაწვრთნის. ამას გარდა, გუნდი ბევრმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა.

ალეფ სანტოსი ბათუმის „დინამოში“ წავიდა. დიდი ალბათობით, მის გზას დაადგება მარცხენა მცველი ვანდერსონ სილვა – ეს ცნობილი იყო. სიახლე ისაა, რომ საქართველოს ჩემპიონი „დილადან“ ფლანგის შემტევის, ონორე გომისის დამატებაზეც ფიქრობს.

დიდი ალბათობით, გუნდს მიკოლა კოვტალიუკიც დატოვებს, რომლის წაყვანაც პოლტავას „ვორსკლას“ სურდა – უკრაინული მედიის ცნობით, საკითხი ფატქობრივად, გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ჯერ სიახლე ოფიციალურად არ დასტურდება და „დილაში“ უკრაინელი თავდამსხმელის დარჩენას მაინც არ გამორიცხავენ.