გორის „დილა“ განცხადებას ავრცელებს - მიწისძვრის მიუხედავად, გუნდი აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოშია #1TVSPORT
გორის „დილა“ განცხადებას ავრცელებს - მიწისძვრის მიუხედავად, გუნდი აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოშია #1TVSPORT

გორის „დილა“ 3 თებერვლიდან თურქულ შეკრებაზე იმყოფება, სადაც 6 თებერვალს ორჯერ უძლიერესი მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ამის გამო გორის „დილამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გუნდი უსაფრთხო გარემოშია.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მიუხედავად, გუნდი ამ მომენტისთვის იმყოფება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოში, თითოეული წევრი თავს კარგად გრძნობს და გეგმის მიხედვით განაგრძობს მზადების პროცესს. აქვე, ჩვენი კლუბის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებთ გადაცვლილთა ოჯახებს“, – წერია „დილას“ განცხადებაში.

გორის „დილა“ თურქულ შეკრებაზე 4 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ანდრეი დემჩენკოს გუნდი 7 თებერვალს უზბეკურ გუნდს, „ნასაფს“ დაუპირისპირდება.