გორის „დილა“ - დემჩენკოს შევთავაზეთ კლუბისთვის რეკორდული ხელფასი 10 ათასი დოლარი, მაგრამ კონკურენტ გუნდში წავიდა #1TVSPORT
გორის „დილა“ - დემჩენკოს შევთავაზეთ კლუბისთვის რეკორდული ხელფასი 10 ათასი დოლარი, მაგრამ კონკურენტ გუნდში წავიდა #1TVSPORT

გორის „დილამ“ გულშემატკივრებისთვის საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტებულია მიზეზები, რის გამოც ანდრი დემჩენკომ გუნდი დატოვა და ბათუმის „დინამოში“ გადავიდა.

„ძვირფასო გულშემატკივრებო, მოგეხსენებათ, რომ ანდრი დემჩენკო გორის „დილას“ აღარ გაწვრთნის. გვსურს განვმარტოთ, ჩვენმა კლუბმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანდრი დემჩენკო კლუბში დარჩენილიყო.

კლუბმა მთავარ მწვრთნელს შესთავაზა ჩვენი კლუბისთვის რეკორდული ხელფასი 10 ათასი დოლარის ოდენობით, რადგან სეზონისთვის მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს დასახული და მისი შენარჩუნება კლუბისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა.

სამწუხაროდ, ჩვენი დიდი იმედგაცრუების მიუხედავად, ანდრი დემეჩენკომ გადაწყვიტა წასულიყო კონკურენტ გუნდში და კლუბი შუა სეზონში დაეტოვებინა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ანდრი დემჩენკოს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის, წარმატებებისთვის და კლუბის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ კლუბში ანდრი დემჩენკოს კარიერის უეცარი დასრულების მიუხედავად, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შევძლებთ ამ პერიოდის გადალახვას და ჩვენი მიზნებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ“, – წერია „დილას“ განცახდებაში.