გორი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს
8 სექტემბერს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი იწყება, რომელიც ტრადიციულია და 2004 წლიდან ტარდება. მაგრამ ბოლო სამი წელია უფრო მასშტაბური გახდა, წელს პირველად კი გუნდი უცხოეთიდანაც მიიწვიეს.
მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ 2006-07 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლქტებული გორის „დილა“, „გორი“, თბილისის „ავაზა“, „ლოკომოტივი“, ვილნიუსის „ატეიტისი“, ბათუმის „დინამო“, „რუსთავი“, თბილისის „დინამო“და „საბურთალო“ იბრძოლებენ.
ტურნირის გახსნისა და დახურვის საზეიმო ცერემონია თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ხოლო ჯგუფური ეტაპის თამაშები გურამ გაბუნიას სახელობის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, რომელიც გაზაფხულზე განახლდა. ფინალი 11 სექტემბერს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, ბომბარდირი, მეკარე, მცველი და ნახევარმცველი სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ბურჯანაძის თასის ორგანზატორი საფეხბურთო კლუბი „გორია“, რომელიც ტურნირს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და გორის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ატარებს.