იტალიის ქალაქ სანტა-მარგარიტას ქალთა ტურნირზე (საპრიზო ფონდი – 25 ათასი ევრო) ძირითადი ბადის მატჩები დაიწყო. პირველი წრიდან აიღო სტარტი ორმა ქართველმა ჩოგბურთელმა – ეკატერინე გორგოძემ და სოფიო შაფათავამ. ისინი კვალიფიკაციის გავლით მოხვდნენ ძირითად ბადეში.
პირველ რაუნდში გორგოძემ ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ ფრანგ მანონ არკანიოლის ორ სეტში სძლია – 6:4, 6:2. მერვედფინალში ქართველს სერიოზული მეტოქე ეყოლება – პირველ ნომრად განთესილი გერმანელი ლაურა ზიგმუნდი, რომელიც 72-ე ადგილს იკავებს WTA-ის კლასიფიკაციაში.
ერთეულთა ტურნირს გამოეთიშა სოფიო შაფათავა, რომელიც მერვე ნომრად განთესილ ბულგარელთან ელიზა კოსტოვასთან დამარცხდა – 5:7, 5:7.