ქართველი ქალი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და მარიამ ბოლქვაძე დღეს ამერიკის ღია ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის მატჩებს ითამაშებენ.
ბოლქვაძე მსოფლიო რეიტინგში 202-ე ადგილს იკავებს და მისი მეტოქე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ვოტსონი (101) იქნება. სპორტსმენები ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.
რაც შეეხება გორგოძეს, იგი ჩინელს ვანგს (122) შეხვდება. მათ ურთიერთშეხვედრების ჩინელი ანგარიშით 1:0 ლიდერობს.