გორგიაშვილი გორის „დილაში“ ითამაშებს
გორგიაშვილი გორის „დილაში“ ითამაშებს

თორნიკე გორგიაშვილი კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს – ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„31 წლის საყრდენი ნახევარმცველი, თორნიკე გორგიაშვილი „დილას“ ფეხბურთელია, მან ჩვენს კლუბთან ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. გორგიაშვილი ბოლოს „საბურთალოში“ ასპარეზობდა, სადაც გასულ სეზონზე 28 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა“, – წერია „დილას“ განცხადებაში.

გამოცდილ ნახევარმცველს რამდენიმე ქართული გუნდის რიგებში უთამაშია და არაერთი ტიტულის მფლობელია. კარიერა 2005 წელს „თბილისში“ დაიწყო, შემდეგ იყო „ზესტაფონი“, რომლის შემადგენლობაშიც ზედიზედ ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი (2011, 2012). ამის შემდეგ გადავიდა თბილისის „დინამოში“, რომლის რიგებშიც ასევე გახდა ქვეყნის ჩემპიონი, იმავე 2014 წელს კი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გახდა. ასევე უთამაშია „ცხინვალში“, „სამტრედიაში“ და საჩხერის „ჩიხურაში“, სადაც საქართველოს თასს კიდევ ერთხელ დაეუფლა.

თორნიკეს ბოლო კლუბი თბილისის „საბურთალო“ იყო, სადაც 2018 წელს საქართველოს ჩემპიონის, ხოლო 2019 წელს საქართველოს თასს დაეუფლა.