ვებ გვერდმა ultimaterugby.com ნოემბრის ტესტ-მატჩების სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი მესამეხაზელი ბექა გორგაძეც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ბექამ ამ პოზიციაზე ცნობილ რაგბისტებს, ირლანდიელ სიჯეი სტენდერი და ინგლისელ მარკ უილსონს აჯობა. “22 წლის ქართველმა მესამეხაზელმა, იტალიასთან მარცხის მიუხედავად, ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ბურთის 9-ჯერ წაღებით 70 მეტრი გაიარა და 15 ბოჭვა შეასრულა“, – აღნიშნულია საიტზე.
მთლიანად სიმბოლური თხუთმეტეული ასე გამოიყურება:
1. ალან დელი – შოტლანდია
2. ჯო ტაუფეტე’ე – აშშ
3. ფრანს მალჰერბე – სამხრეთ აფრიკა
4. ჯეიმს რაიანი – ირლანდია
5. ბროდი რეტალიკი – ახალი ზელანდია
6. ჯასტინ ტიპურიკი – უელსი
7. სემ ანდერჰილი – ინგლისი
8. ბექა გორგაძე – საქართველო
9. კირან მარმიონი – ირლანდია
10. ბოდენ ბარეტი – ახალი ზელანდია
11. ტედი ტომა – საფრანგეთი
12. რაიან კროტი – ახალი ზელანდია
13. მიკელე კამპანიარო – იტალია
14. ტომი სიმური – შოტლანდია
15. ემილიანო ბოფელი – არგენტინა