მიხეილ გორელიშვილი კარიერას „სამტრედიაში“ გააგრძელებს. კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, 25 წლის შემტევი ნახევარმცველი „სამტრედიას“ რიგებს ოფიციალურად დღეს დაემატა.
ფეხბურთელმა გუნდთან ხანმოკლე კონტრაქტი გააფორმა და „სამტრედიას“ ღირსებას წლის ბოლომდე დაიცავს.
გორელიშვილი რუსეთშია გაზრდილი და ჩერტანოვოს ცნობილი საფეხბურო აკადემიაში ვარჯიშობდა. კარიერა ყაზანის „რუბინის“ დუბლშემადგენლობაში დაიწყო. „სამტრედიას“ საფეხბურთო კლუბ „რუსთავიდან“ დაემატა. 2016 წელს გორელიშვილი სომხურ „მიკასა“ და რუსულ პირველ ლიგაში ასპარეზობდა, იყო ბათუმის „დინამოს“ და გორის „დილას“ წევრი და რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების მოთამაშე.