გორის „დილამ“ წლევანდელ მოსამზადებელ ეტაპზე პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა – გიორგი დეკანოსიძის გუნდი მუხიანის სარაგბო კომპლექსში „საბურთალო 2-ს“ დაუპირისპირდა.
თავდაპირველად, საბურთალოელები ორ ბურთიანი სხვაობით იგებდნენ – გოლები გოჩოლეიშვილმა და ტაბატაძემ გაიტანეს. თუმცა, საბოლოოდ გორელთა წონასწორობის აღდგენა და გამარჯვება მოახერხეს.
თავი გამოიჩინეს ახალგაზრდა თავდამსხმელმა გურამ რევაზაშვილმა, ერიკს სანტოსმა და უკრაინელმა მიკოლა კოვტალიუკმა, რომელიც ჯერ კიდევ გორელებთან ერთად ვარჯიშობს და დუბლის გაფორმება მოახერხა. საბოლოოდ, „დილამ“ მეტოქე 4:2 დაამარცხა.