გორდონ ჰეივორდისთვის 2019-20 წლების რეგულარული სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. კალათბურთელი „ბოსტონის“ ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცა და გამარჯვებებში ლომის წვლილი შეჰქონდა.
თუმცა, „სან-ანტონიოსთან“ მატჩმა ვითარება შეცვალა. ჰეივორდმა ხელი მოიტეხა და აქტიურ სპორტს, როგორც ირკვევა, ექვსი კვირით ჩამოშორდა. გორდონს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. 29 წლის ფორვარდი მიმდინარე სეზონზე მატჩში საშუალოდ 18.9 ქულას, 7.1 მოხსნასა და 4.1 პასს აგროვებდა.