გორდონ ჰეივარდის თქმით, მოსამზადებელმა პერიოდმა მას თავდაჯერებულობა შემატა
გორდონ ჰეივარდის თქმით, მოსამზადებელმა პერიოდმა მას თავდაჯერებულობა შემატა

„ბოსტონ სელტიკში“ მიმდინარე სატრანსფერო სეზონის დროს სერიოზული ცვლილებები მოხდა. გუნდი დატოვა კაირი ირვინგმა, რომელიც კევინ დურანტთან ერთად „ბრუკლინ ნეთს“ შეუერთდა.

შარშან, „სელტიკსის“ პრობლემას გორდონ ჰეივარდის მძიმე ტრავმა წარმოადგენდა, რომელმაც მას მთელი სეზონის განმავლობაში თამაშის უფლება არ მისცა. აქედან გამომდინარე, წინა სეზონი გორდონმა ფაქტობრივად მთლიანად რეაბილიტაციაში გაატარა. 2019/20 წლების რეგულარული სეზონის დაწყებამდე, ჰეივარდის კონდიციები გაცილებით სხვაა. ამჟამად კალათბურთელი კონცენტრირებას მხოლოდ თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე ახდენს. ჯონ კარალისთან მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, გორდონმა ახალ სეზონზე და „სელტიკსის“ პერსპექტივებზე ისაუბრა. ის ასევე, საკუთარ სათამაშო ფორმასაც შეეხო.

„ზაფხულის მოსამზადებელი ეტაპი ჩემთვის ძალიან სასარგებლო გამოდგა. მე ბევრად თავდაჯერებული და მონდომებული ვა. როდესაც მე მძიმე ტრავმა მივიღე, ამან მოტივაცია მომცა რომ ბევრი მემუშავა საკუთარ თავზე. ამჟამად ფიზიკურად ძალიან კარგად ვარ და ვფიქრობ ახალ სეზონზე გუნდისთვის სასარგებლო როლს შევასრულებ“, – განაცხადა ჰეივარდმა.