გორდონ ჰეივარდი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრუნდება
გორდონ ჰეივარდი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრუნდება

თითქმის ერთ წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკელი კალათბურთელი გორდონ ჰეივარდი აქტიურ სპორტს უბრუნდება.

„ბოსტონ სელტიკსის“ ფორვარდმა ფეხის მოტეხილობა წინა სეზონის გახსნით შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის.

ექიმების განცხადებით ჰეივარდი ხვალინდელ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც „სელტიკსი“ „შარლოტ ჰორნეტსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.