გორან პანდევის ემოციური დამშვიდობება - საოცარი გზა გავიარე და ეს ყველაფერი წარმოუდგენელი მგონია [ვიდეო] #1TVSPORT
გორან პანდევის ემოციური დამშვიდობება - საოცარი გზა გავიარე და ეს ყველაფერი წარმოუდგენელი მგონია [ვიდეო] #1TVSPORT

გორან პანდევი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში თამაშს ოფიციალურად ასრულებს. ბალკანელთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა თავისი გადაწყვეტილება იტალიურ მედიასთან გაამხილა და სოციალური ქსელის საშუალებით მოკლე განცხადება გააკეთა იმ ყველაფრის შესახებ, რაც მან წლების განმავლობაში მიაღწია.

„უკან რომ ვიხედები, საოცარი გზა გავიარე და ეს ყველაფერი წარმოუდგენელი მგონია. ძალიან დიდი ემოცია მაქვს და მინდა გავუზიარო ყველას, ვინც ამ დროის განმავლობაში მხარს მიჭერდა.

მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს ნადიკას, ჩემს შვილებს ფილიპოს, ანას და სოფიას, რომლებიც ჩემი ყველაზე დიდი მხარდაჭერა იყვნენ. მადლობას ვუხდი ჩემს მშობლებს და ჩემს ძმას ოცნების ასრულებისთვის.

მადლობა სააგენტო Brankini-ის, რომლის გარეშე მე ვერ შევძლებდი ამ ყველაფერს. მადლობა ყველა მწვრთნელს, პრეზიდენტს, დირექტორს ნდობისთვის და ყველაფრისთვის, რაც მათგან ვისწავლე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს გულშემატკივარს.

ცხოვრების ერთი მშვენიერი ეტაპი მთავრდება. მინდა, დიდი ემოცია თქვენ გაგიზიაროთ. მთელი გულით – გორანი“, – წერს პანდევი, რომელმაც ამ პოსტთან ერთად მისი კარიერის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.

 

Посмотреть эту публикацию в Instagram

 

Публикация от Goran Pandev (@goranpandev19)