გორან პანდევი - საწყენია, რომ თბილისში თამაშს მაყურებელი არ დაესწრება, მაგრამ ჩვენთვის უკეთესია
12 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლების მისაღებად საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიულ მატჩს გამართავს. მატჩამდე გამოცემა „სპორტსკიმ“ ინტერვიუ ნაკრების კაპიტან გორან პანდევთან ჩაწერა.
„ჩვენ ორჯერ ვითამაშეთ ფრე საქართველოსთან, რა სახის დუელს ველოდებით ახლა? წინა შეხვედრისგან განსხვავებული, რთული მატჩი გველოდება. ჩვენ ვიცით მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება, მაგრამ მშვიდად უნდა ვითამაშოთ და მათი ყოველი შეცდომა უნდა გამოვიყენოთ. საწყენია, რომ თბილისში შეხვედრა უმაყურებლოდ გაიმართება, ფეხბურთს მათთვის ვთამაშობთ. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის უკეთესია, რადგან სტუმრები ვართ“, – ამბობს პანდევი.
37 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრების გამორჩეული მოთამაშე დაასახელა: „ეს ის ფეხბურთელია, რომელმაც სკოპიეში გოლი გაგვიტანა – კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ თამაშობს, უხერხული მეტოქე და კარგი ფეხბურთელია, ჩვენ მას ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან დავინახეთ, რომ დაცვისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია“.
არის თუ არა ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოსთან ფავორიტი ერთმანეთში გამართული ორი მატჩის შემდეგ? ვეტერანმა ფეხბურთელმა ამაზეც ილაპარაკა: „ეს ფინალია და ფავორიტი არ არსებობს. მატჩის ბედს შეცდომები გადაწყვეტს და იმედი გვაქვს, რომ ამ შეცდომებს ჩვენ გამოვიყენებთ. სკოპიეს ბოლო მატჩზე ორივე გუნდს საკადრო პრობლემები გვქონდა. ამიტომ ეს შედეგი არ შეიძლება იყოს ძალების რეალური მაჩვენებელი. საერთოდ, მჯერა, რომ ასეთი მატჩების ბედს წყვეტს არა ტაქტიკა, არამედ – გამარჯვების სურვილი. ფინალი არ ტარდება ტაქტიკისა და ლამაზი თამაშისთვის, ფინალი ტარდება გამარჯვებისთვის“.