გორან დრაგიჩი სავარაუდოდ 2 თვეს გამოტოვებს
გორან დრაგიჩი სავარაუდოდ 2 თვეს გამოტოვებს

„მაიამი ჰიტის“ ძირითადი გამთამაშებელი სავარაუდოდ საკუთარ გუნდს 2 თვის მანძილზე ვერ დაეხმარება. სლოვენიელმა მუხლის ტრავმის გამო უკვე გამოტოვა უკანასკნელი 14 თამაშიდან 12. როგორც გაირვკა დრაგიჩს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა.

შეიძლება ითქვას, რომ მისი სახით “ჰიტს” სერიოზული ძალა გამოაკლდა. დრაგიჩი საშუალოდ 15.3 ქულას და 4.9 პასს აგროვებდა 29.1 წუთში. ის 41% ესვროდა საშუალო დისტანციიდან, სამიანებს კი 31.4%.