„ელჩეს“ ნახევარმცველი გონსალო ვილიარი „რომაში“ გადავიდა, – იუწყება იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
21 წლის ესპანელთან იტალიელების კონტრაქტი ოთხ წელზეა გათვლილი. ტრანსფერის ღირებულებამ ოთხი მილიონი ევრო შეადგინა და ბონუსის სახით კიდევ ერთი მილიონია გათვალისწინებული.
ვილიარი ახალ გუნდში 14 ნომრით ითამაშებს. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ესპანელმა ფეხბურთელმა 20 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.