მილანის თავდამსხმელის, გონსალო იგუაინის ტრავმა, რომელიც მან „უდინეზესთან“ მატჩისას მიიღო, შესაძლოა ძალიან სერიოზული არ აღმოჩნდეს.
ასე ფიქრობს მილანელთა თავკაცი, ჯენარო გატუზო, რომელმაც არგენტინელის 35-ე წუთზე შეცვლასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
„იგუაინმა თვითონ მოითხოვა შეცვლა და დატოვა მოედანი. მან ზურგის არეში ტკივილი იგრძნო, მას ადრეც ჰქონდა მსგავსი პრობლემები, შვიდი თუ რვა წლის წინ. გონსალომ ოპერაციაც კი გაიკეთა, მაგრამ ახლანდელი მდგომარეობა არ უნდა იყოს ძალიან სერიოზული. სავარაუდოდ იგუაინი „ბეტისის“ წინააღმდეგ ევროპა ლიგის მატჩს გამოტოვებს, მაგრამ იმედია, „სერია ა“-ს თამაშისთვის, რომელიც „იუვენტუსსის“ წინააღგმდეგ გვაქვს, მწყობრში იქნება.“-ციტირებს Sky Italia გატუზოს.