„გონიოს“ თურქეთის ნაკრების და „გალათასარაის“ ყოფილი ნახევარმცველი გაწვრთნის #1TVSPORT
საქართველოს ლიგა 3-ში დაწინაურებულ საფეხბურთო კლუბ „გონიოს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს. კლუბს „გალათასარაის“ ყოფილი მოთამაშე სავაშ დემირალი გაწვრთნის, – ინფორმაციას გუნდის ვებგვერდი ავრცელებს.
სავაშ დემირალმა საფეხბურთო კარიერა „ზონგულდასპორში“ დაიწყო, შემდეგ იყო „სამსუნსპორი“, საიდანაც 1987-1988 წლების სეზონის დასაწყისში „გალათასარაიში“ გადავიდა და თურქეთის ყველაზე პოპულარულ კლუბში 53 წელი თამაშობდა.
მან ხელი შეუწყო „გალათასარაის“ წინსვლას ჩემპიონთა თასის 1988-1989 წლების სეზონში და გახდა ტურნრიის ერთ-ერთი საუკეთესო გოლის ავტორი, რომელიც ვენის „რაპიდს“ გაუტანა. „გალათასარაის“ შემდეგ კიდევ რამდენიმე კლუბში ითამაშა. 1994 წლის დეკემბერში კი გადავიდა სამოყვარულო ფეხბურთში, სადაც 42 წლამდე თამაშობდა. პირველ ლიგაში დემირელმა 303 მატჩში 28 გოლი გაიტანა.
სავაშ დემირალი იყო თურქეთის ყველა ასაკობრივი ნაკრებსა და ოლიმპიურ გუნდში, ხოლო 1986-1990 წლებში თურქეთის ეროვნული ნაკრების წევრი გახლდათ, სადაც 11 მატჩი ჩაატარა.
სამწვრთნელო კარიერა 2005-2006 წლებში დაიწყო „ბეილერბეიში“, მუშაობდა თურქეთის პირველ და მეორე ლიგების კლუბებში – „ბელედიესპორში“, „კარაცაბეისპორში“, „კორლუ სანაიში“, „არჰავისპორში“, „ვიზესპორში“, ბოლოს კი „დევრეკ ბელედიესპორს“ წვრთნიდა. სავაშ დემირალი ქართულ კლუბს 15 იანვრიდან ჩაიბარებს.