17 წლის ჩარლი კელმანმა, რომელიც ამჟამად ინგლისის ჩემპიონატის რანგით მესამე დივიზიონის კლუბ „საუთენდში“ გამოდის, თავის სადებიუტო მატჩში გოლი საკუთარი ნახევრიდან გაიტანა.
„პლიმუთის“ მეკარე კელმანმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე დაამწუხრა, თუმცა „საუთენდისთვის“ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და „პლიმუთმა“ მატჩი 3-2 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ 17 წლის ჩარლი კელმანი დაბადებით ინგლისელია, თუმცა გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების 18-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა.