გოლი მარიტას ხსოვნას მიუძღვნა - კუტალიამ ერთ-ერთ ლიდერს გაუტანა #1TVSPORT
ლევან კუტალიამ ისრაელის ჩემპიონატში გოლი გაიტანა და გათამაშების აუტსაიდერ ბეერ-შევას „ჰაპოელთან“ გასვლაზე ურთულეს შეხვედრაში ერთ-ერთ ლიდერ „სეკცია ნეს ციონასთან“ მოულოდნელად ქულა მოუტანა – 1:1.
ლიგათ ჰაალის მერვე ტურის შეხვედრაში ქართველი თავდამსხმელის მეტოქე კონფერენს ლიგის ჯგუფში ნიკა კვეკვესკირის და გიორგი წიტაიშვილის „ლეხის“ კონკურენტი იყო.
კუტალია სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. ქართველმა მე-20 წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად შეასრულა და ანგარიში გახსნა.
თუმცა, გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან „სეკცია ნეს ციონამ“ უპირატესობის შენარჩუნა ვერ მოახერხა – 64-ე წუთზე „ბეერ შევას“ თავდამსხმელმა როტემ ჰატუელმა წონასწორობა აღადგინა და გუნდებმა ქულები გადაინაწილეს.
„სეკცია ნეს ციონა“ რვა ტურის შემდეგ მხოლოდ 5 ქულა მოიპოვა და ისრაელის ჩემპიონატში ბოლო, მე-14 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ გუნდმა მხოლოდ 7 გოლის გატანა შეძლო, მათგან ორი კი ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზეა, რომელიც ალმოგ ბუზაგლოსთან ერთად გუნდის საუეკთესო ბომბარდირია.
კუტალიამ პირველი გოლი თელ-ავივის „მაკაბის“ გაუტანა, სადაც თავის გამოჩენის საშუალება არ მიეცა და ამიტომაც გოლი საგანგებოდ აღნიშნა. ბოლო ტურში გოლი კი ლევანმა ვაკის პარკში გარდაცვლილი 13 წლის ჩოგბურთელის, მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას მიუძღვნა.